Monday, 23 July 2018

მეცხრე დღე

ღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.დავასრულეთ ტრენინგი ,ვისწავლეთ ბლოგთან დაკავშირებული ახალი ნიუანსები.დავხვეწეთ მუშაობის პროცესი.მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციები.ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგის. ნასწავლს აუცილებლად გამოვიყენებ. უღრმესი მადლობა ქალბატონ ხათუნას.

Friday, 20 July 2018

მერვე დღე

დღეს დავათვალიერეთ VII მოდული, გავეცანით თუ რა არის ფასილიტაციას, განვიხილეთ მასაწავლებლის ფასილიტაცია, რესურსებში ფასილიტაციის ნიმუშები დავათვალიერეთ. ერთ-ერთი ნიმუში მოვარგე ჩემს პროექტს და გავაგრძელე პროექტზე მუშაობა.

Wednesday, 18 July 2018

მეშვიდე დღე

დღეს მოვისმინეთ  დიფერენცირებულ სწავლებაზე ლექცია, განვიხილეთ სამი ტიპის მოსწავლისათვის საჭირო მეთოდები. ჩემს პროექტის გეგმაში შევავსებ განყოფილებას დიფერენცირებულ სწავლებას. საინტერესო იყო დღვანდელი დღე.

Monday, 16 July 2018

მეექვსე დღე

დღეს დავათვალიერეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები, განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრები. ჩემი პროექტის ფარგლებში ავირჩიე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი გაზეთი და მასზე დავიწყე მუშაობა.

Friday, 13 July 2018

მეხუთე დღე

მესამე მოდული - კავშირები -დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. მოსწავლეები შექმნიან სავარაუდო ნაშრომს , გამოიყენებენ გუგლის სერვისებს,შეარჩევენ ინტერნეტრესურსებს, რომლებსაც გამოიყენებენ სწავლის პროცესში.

Wednesday, 11 July 2018

მეოთხე დღე

გავეცანი განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასების რუბრიკებს, შევავსე დროში გაწერილი პროექტის გეგმა.

Monday, 9 July 2018

მესამე დღე

ვიმუშავე პროექტზე. მოვიძიე საგნობრივი სტანდარტი, ჩამოვაყალიბე პროექტის გეგმის მიზანი. შევიმუშავე მიმართულების მიმცემი კითხვები.


Thursday, 5 July 2018

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე ძალიან ნაყოფიერი იყო, გავეცანით სტანდარტებს და ბლოგის ნიმუშებს, ვიმუშავეთ პუბლიკაციის მომზადებაზე. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემი პროექტისათვის.

Tuesday, 3 July 2018

პირველი დღე

გავეცანით რა არის პროექტებით სწავლება, განვიხილეთ სამოდელო პროექტის გეგმა. დავგეგმავ ახალ პროექტს რომელსაც განვახორციელებ ახალ სასწავლო წელს

მეცხრე დღე

დ ღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.დავასრულეთ ტრენინგი ,ვისწავლეთ ბლოგთან დაკავშირებული ახალი ნიუანსები.დავხვეწეთ მუშაობის პროცესი.მოვის...